Blog

Latest News

საქართველოს კლიმატი

კლიმატი

საქართველოს კლიმატი მრავალფეროვანია, რაც დაკავშირებულია ქვეყნის მდებარეობასთან: სუბტროპიკული ზონის, არალ-კასპიის არიდული ოლქისა და წინა აზიის კონტინენტური ზეგნების შესაყარზე. ლიხის ქედი განაპირობებს საქართველოს სხვადასხვა ნაწილების კლიმატის კონტრასტულობას. დასავლეთ საქართველოს კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, აღმოსავლეთ საქართველოში – მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული, ხოლო სამხრეთ საქართველოში – კონტინენტური. ქვეყნის ჰავის ფორმირებაზე გავლენას ახდენს შავი ზღვა და დიდი კავკასიონის მთები, რომლებიც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენენ და ქვეყანას ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან იცავენ.

თბილისი

საშუალო ტემპერატურა: იანვარი -1,0°C; აპრილი +12,1°C; ივლისი +24,4°C; ოქტომბერი +13,8°C; წლიური +12,8°C.

საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა: იანვარი -6,2 °C; აპრილი +18,2 °C; ივლისი +30,8 °C; ოქტომბერი +19,9 °C; წლიური +18,7 °C.

 

საშუალო მინიმალური ტემპერატურა:: იანვარი _0.1 °C აპრილი +7,4 °C; ივლისი +19,0 °C; ოქტომბერი +9,4 °C; წლიური +8,0 °C.

 

აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა: იანვარი +20 °C; აპრილი +32 °C; ივლისი +41 °C; ოქტომბერი +33 °C.

 

აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა: იანვარი _23 °C; აპრილი _4 °C; ივლისი +9 °C; ოქტომბერი _5 °C.

მსგავსი პოსტები

Leave a Reply

avatar
  გამოწერა  
შეატყობინეთ